დღეისათვის მსოფლიოში მრავალი საერთაშორისო თუ ეროვნული დონის ორგანიზაცია არსებობს, რომელიც პასუხისმგებელი ბიზნესის კონცეფციის და პრაქტიკის გავრცელებას და დამკვიდრებას ემსახურება კვლევების, სტანდარტების შემუშავების თუ სხვა გზებით, ასევე ხელს უწყობს და ეხმარება კომპანიებს განავითარონ საკუთარი პასუხისმგებლობა და დანერგონ საქმიანობაში მდგრადი განვითარების პრინციპები. ესენი არიან: სამოქალაქო და საექსპერტო ორგანიზაციები, საკონსულტაციო ფირმები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მთავრობათაშორისი უწყებები, ბიზნეს ქსელები, საბჭოები და ფორუმები.... გააგრძელე კითხვა
ორგანიზაცია 1999 წელს დაარსდა, როგორც ეთიკური ინვესტიციების ასოციაცია, თუმცა 2007 წელს შეიცვალა სახელი და გახდა ავსტრალიის „პასუხისმგებელი ინვესტიციების ასოციაცია“. მისი მიზანია მხარი დაუჭიროს იმ ინვესტორებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ საზოგადოებრივ ინტერესებს, გარემოსდაცვით საკითხებს და ეკონომიკის მდგრადობას.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„კანადის პასუხისმგებელი ინვესტიციების ასოციაცია“ არის წევრობაზე დაფუძნებული ასოციაცია. მისი წევრები არიან საფინანსო ინსტიტუტები, გაერთიანებული ფონდები, ქონების მართვის კომპანიები, საკონსულტაციო და კვლევითი კომპანიები, ინდივიდუალური ინვესტორები და პასუხისმგებელი ინვესტირებით დაინტერესებული სხვა მხარეები. ასოციაციის წევრების რწმენით, გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მართვის (ESG) საკითხების გათვალისწინებას ინვესტიციების მართვის და შერჩევის პროცესში მოჰყვება გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლები და დადებითი ზეგავლენა საზოგადოებაზე. RIA Canada 5 სტრატეგიული მიმართულებით საქმიანობს კანადაში მდგრადი ინვესტირების პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„სოციალური ანგარიშვალდებულების საერთაშორისო ორგანიზაცია“ 1997 წელს დაარსდა. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა სამუშაო ადგილებზე. SAI მიიჩნევს, რომ სოციალურად პასუხისმგებელი სამუშაო პირობები სიკეთის და წარმატების მომტანია კომპანიისათვის და იმავდროულად უზრუნველყოფს ადამიანის ძირეული უფლებების დაცვას.
ორგანიზაციას შემუშავებული აქვს ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სერტიფიცირებადი სტანდარტი შრომითი საქმიანობის სფეროში: „შრომითი საქმიანობისა და სოციალური ანგარიშგების სტანდარტი SA8000“.
გარდა ამისა, ორგანიზაციას შემუშავებული აქვს ორი საინტერესო ინსტრუმენტი, ერთ-ერთია Tensquared – ასდღიანი თანამშრომლობითი პროგრამა, რომლის ფარგლებში მენეჯერები და თანამშრომლები ერთობლივად გამოავლენენ სამუშაო ადგილზე არსებული პრობლემების მიზეზებს და მუშაობენ მათ აღმოფხვრაზე, აგერთვე ეუფლებიან პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციისა და ლიდერობის მეთოდოლოგიას, რომელსაც ისინი მომავალი პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენებენ; და მეორე - Social fingerprint, რომელიც კომპანიებს ეხმარება გაზომოს სოციალური ზეგავლენები მიწოდების ქსელებში.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„სოციალური პასუხისმგებლობის ალიანსი“ დაარსდა 2017 წელს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს მსოფლიოს მასშტაბით მონაცემების მოგროვებას ადამიანის უფლებებისა და შრომითი უფლებების შესახებ გლობალურ მოწოდების ქსელებში, რათა ბიძგი მისცეს პოზიტიურ ცვლილებებს ამ მიმართულებით, ასევე ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებას, ვინც უფლებათა დარღვევის მსხვერპლია. ალიანსი კომპანიებს აწვდის რესურსებს და ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს მათ პასუხისმგებელი მოწოდების ქსელების აწყობასა და მართვაში.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდინორვეგიის კორპორაციული მდგრადობის ჰაბი, რომელიც დაფუძნდა 2017 წელს, არის არასამთავრობო ასოციაცია და ფოკუსირდება სტრატეგიულ და პრაქტიკულ მდგრად განვითარებაზე.
მისი მიზანია ნორვეგიაში არსებული ბიზნეს კომპანიებისთვის იყოს კორპორაციული ცოდნის ცენტრი, რომლის მეშვეობითაც ამბიციურ კომპანიებსა და მათ ლიდერებს ექნებათ შესაძლებლობა დაუკავშირონ ბიზნესის ღირებულებები მდგრად განვითარებას.
ჰაბი მუდმივად ატარებს მთელ რიგ სხვადასხვა ღონისძიებებს, სემინარებს, ექსპერტების შეხვედრებს და ასევე აორგანიზებს დახურულ მრგვალ მაგიდებს. აღნიშნული შეხვედრების თემებია:
1) კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია
2) მდგრადი ბრენდინგი და ინოვაციები
3) მდგრადი განვითარების ანგარიშგება
4) მდგრადი მართვა
ამასთანავე, ჰაბის მზიანია გააძლიეროს ნორვეგიის ეკოსისტემა, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს მდგრადი ბიზნესის წარმოება. ამ ყველაფრის მისაღწევად ჰაბი ცდილობს აამაღლოს ცნობიერება მდგრადი განვითარების შესახებ, აკავშირებს კომპანიებსა და ადამიანებს, ახორციელებს ახალ საინტერესო პროექტებს.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„დიდი ბრიტანეთის მდგრადი ინვესტიციებისა და ფინანსების ასოციაცია“ დაარსდა 1991 წელს და მასში გაერთიანებულია 250 წევრი - ბანკები, საფინანსო მრჩეველები და შუამავლები, პროფესიულინ სერვისების მიმწოდებლები, სამოქალაო ორგანიზაციები და სხვ.
ასოციაციის მიზანია დაეხმაროს საკუთარ წევრებს ბრიტანეთში მდგრადი და პასუხისმგებელი საფინანსო ბაზრის ჩამოყალიბებაში. ამ მიზნით ასოციაცია ინფორმაციას აწვდის და აკავშირებს ერთმანეთთან პოლიტიკის შემქმნელებს, საფინანსო ინსტიტუტებს და საზოგადოებას, რათა ხელი შეუწყოს სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი საფინანსო სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც კეთილისმყოფელი იქნება ასევე საზოგადოებისა და გარემოსთვის.
„დიდი ბრიტანეთის მდგრადი ინვესტიციების და ფინანსების ასოციაცია“ არის „მდგრადი ინვესტიციების გლობალური ალიანსის“ წევრი.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდიგაეროს „გლობალური შეთანხმება“ კორპორაციული მოქალაქეობის ყველაზე მასშტაბურ, ნებაყოფლობით ინიციატივას წარმოადგენს მსოფლიოში. ის არის კომპანიების და სხვა ორგანიზაციათა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი და სოციალურად პასუხისმგებელი საქმიანობის სტანდარტების დანერგვას. ის წარმოადგენს ორგანიზაციების ქსელს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სექტორს: მთავრობებს, კომპანიებს, პროფესიულ კავშირებს და მშრომელებს. ქსელის დამაკავშირებელი და მისი საქმიანობის ხელშემწყობია გაერო.
„გლობალურ შეთანხმებას“ საფუძველი ჩაეყარა 1999 წელს დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ბიზნეს ლიდერებს შესთავაზა ახალი საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც დააკავშირებდა კერძო კომპანიებს, გაეროს სააგენტოებს, აგრეთვე შრომისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საყოველთაოდ აღიარებული სოციალური და გარემოსდაცვითი პრინციპების მხარდასაჭერად. “გლობალური შეთანხმება” ამოქმედდა ნიუ იორკში, გაეროს შტაბბინაში, 2000 წლის 26 ივლისს. ამ დღიდან ქსელის მონაწილეთა რიცხვი სწრაფად გაიზარდა. გაეროს „გლობალური შეთანხმების“ 10 პრინციპი ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ კონსესუსს ადამიანის უფლებების, მშრომელთა უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციის დაუშვებელობის შესახებ, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო აქტებით.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის საფინანსო ინიციატივა“ დაარსებულია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა და გლობალური საფინანსო სექტორის პარტნიორობით. ინიციატივა დაფუძნდა 1992 წელს, რიოს „დედამიწის სამიტის“ შემდეგ.
UNEP FI მჭიდროდ თანამშრომლობს 200-ზე მეტ საფინანსო ინსტიტუტთან და მრავალ სხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან, რათა ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორში მდგრადი და პასუხისმგებელი მიდგომების, გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას. ამისათვის UNEP FI მიმართავს ქსელურ მუშაობას, კვლევით საქმიანობას, ტრენინგებს, მონაწილეობას იღებს პოლიტიკის დოკუმენტებისა და საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაში.
ამჟამად UNEP FI-ს 200-ზე მეტი წევრი ჰყავს საფინანსო სექტორიდან - ბანკები, ინვესტორები და სადაზღვევო კომპანიები, ასევე – 40-ზე მეტი მხარდამჭერი ორგანიზაცია გლობალურად.
UNEP FI აგრეთვე არის დამფუძნებელი წევრი რამდენიმე მსხვილი გლობალური ინიციატივისა, როგორებიცაა: გაეროს მდგრადი საფონდო ბირჟა (United Nations Sustainable Stock Exchanges (SSE), გაეროს პასუხისმგებელი ინვესტირების პრინციპები (Principles for Responsible Investment (PRI), გაეროს კონფერენცია ვაჭრობასა და განვითარებაზე (United Nations Conference on Trade and Development (UNCTAD), გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact).
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდიაშშ-ს „მდგრადი და პასუხისმგებელი ინვესტიციების ფორუმი“ არის წევრობაზე დაფუძნებული ასოციაცია. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი და პასუხისმგებელი ინვესტიციების პრაქტიკის გაძლიერებას, რათა მსოფლიოსა და ამერიკის ფინანსურ ბაზრებზე სოციალური და ეკოლოგიური მიმართულებით მოახდინონ დადებითი ზეგავლენა. US SIF-ის მუშაობას აძლიერებს US SIF Foundation, რომელიც საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას ეწევა US SIF-ის მისიის მხარდასაჭერად.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი„მდგრადი განვითარების მსოფლიო ბიზნეს საბჭო“ წარმოადგენს კოალიციას 200 საერთაშორისო კომპანიისა, რომლებსაც აერთიანებთ მდგრადი განვითარების მიზნების ერთგულება, კერძოდ კი, მდგრადი განვითარების სამი ძირითადი მიზნის - ეკონომიკური ზრდის, ეკოლოგიური წონასწორობის და სოციალური განვითარებისა. ორგანიზაცია ეყრდნობა გლობალურ ქსელს, ეროვნულ და რეგიონულ ბიზნეს საბჭოებსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს. მისი მიზანია დაეხმაროს წევს კომპანიებს გახდენ უფრო წარმატებულები და მდგრადები და სარგებელი მოუტანონ როგორც მეწილეებს, ისე საზოგადოებასა და ბუნებრივ გარემოს. „მდგრადი განვითარების მსოფლიო ბიზნეს საბჭო“ ატარებს კვლევებს, აქვეყნებს სტატიებს კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ და მართავს შეხვედრებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფების მონაწილეობით. საბჭოს საქმიანობა ეფუძნება მის ხედვას, რომ მდგრადი განვითარებისაკენ მისწრაფება კარგია ბიზნესისთვის, ხოლო პასუხისმგებელი ბიზნესის წარმოება კარგია მდგრადი განვითარებისთვის.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი